გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა - VIII კლასი



გაკვეთილის       მთავარი თემა


ორუცნობიან განტოლებათა სისტემა.
სწავლების საფეხური

საბაზო, VIII კლასი
მოსწავლეთა პროფილი

30 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გამოიყენებენ წინარე ცოდნას ,კერძოდ ,გაიხსენებენ და გაიღრმავებენ ,წრფივ ორუცნობიან განტოლებას ,ორუცნობიანი წრფივი განტოლების შესაბამისი გრაფიკული გამოსახულების აგებას. ისწავლიან წრფივი ორუცნობიან განტოლებათა სისტემის გრაფიკულად ამოხსნას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მათ. VIII.5.  მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის წრფივი დამოკიდებულების ამოცნობა, გაანალიზება და გამოსახვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მისთვის ნაცნობი სიდიდეებისათვის ასახელებს სიდიდეებს შორის წრფივ დამოკიდებულებებს (მაგალითად, თანაბარი მოძრაობისას განვლილი მანძილის დამოკიდებულება დროზე);
·         განასხვავებს წრფივ და არაწრფივ დამოკიდებულებებს მიუხედავად დამოკიდებულების გამოსახვის ხერხისა; მსჯელობს წრფივ და არაწრფივ დამოკიდებულებებს შორის განსხვავებაზე;
·         სიტყვიერად ჩამოყალიბებულ დებულებას სიდიდეებს შორის დამოკიდებულებისა და მიმართების შესახებ გამოსახავს ალგებრულად; ალგებრულად მოცემულ დამოკიდებულებას გამოსახავს გრაფიკულად, ცხრილით ან აყალიბებს სიტყვიერად.
·          
მათ. VIII.7.  მოსწავლეს შეუძლია განტოლებათა სისტემებისა და უტოლობების გამოყენება პრობლემის გადაჭრისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ტექსტური ამოცანის ამოსახსნელად ადგენს და ხსნის ორუცნობიან  წრფივ განტოლებათა სისტემას; ახდენს ამონახსნის ინტერპრეტაციას ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით;
·         ირჩევს ხერხს და ხსნის ორუცნობიან წრფივ განტოლებათა სისტემას; ახდენს ამონახსნის სიმრავლურ და გეომეტრიულ ინტერპრეტაციას;
·         ტექსტური ამოცანების ამოხსნისას და რეალური ვითარების მოდელირებისას ადგენს და ხსნის ერთუცნობიან წრფივ უტოლობებს; ახდენს ამონახსნის სიმრავლურ ინტერპრეტაციას.




წინასწარი ცოდნა
ორუცნობიანი წრფივი განტოლება,წრფივი ორუცნობიანი განტოლების y=kx+b სახემდე მიყვანა და შესაბამისი წრფის აგება.
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასდება მოსწავლეთა თეორიული ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება , წყვილებში მუშაობის უნარი,პრეზენტაცია.
გამოვიყენებ როგორც განმსაზღვრელ ,ისე განმავითარებელ შეფასება.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სასწავლო სახელმძღვანელო,ავტორები: წილოსანი,ჯაფარიძე. საწერი საშუალებები,ლეპტოპი, პროექტორი,თაბახის ფურცლები,სახაზავი,ფანქარი.
გაკვეთილის მსვლელობა
შესავალი და საშინაო დავალების ანალიზი                           (5-6წთ)
გონებრივი იერიში                                                                       (3-4წთ)
ამოცანის ამოხსნა კლასთან ერთად                                         
ა)აღნიშვნების შემოტანა,
ბ)პირობის მიხედვით პირველი განტოლების შედგენა,
გ)მეორე განტოლების შედგენა,
დ)განტოლებათა ერთ სისტემაში გაერთიანება,
ე)თითოეული განტოლების გრაფიკული გამოსახულების აგება (ელექტრონულად)
ვ)საერთო ამონახსნის პოვნა .                                                     (10წთ)
წყვილებში მუშაობა ,დავალება
1)ააგეთ განტოლებათა სისტემაში შემავალი თითოეული განტოლების გრაფიკი;
2)დაადგინეთ რამდენი ამონახსენი აქვს სისიტემას;
3)გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნა: რა შემთხვევაში ექნება განტოლებას ერთი,არც ერთი ან უამრავი ამონახსენი.                                                    (12წთ)
პრეზენტაცია                                                                                   (3x3=9წთ)
დავალების ჩანიშვნა შესაბამისი ინსტრუქციით                      (2წთ)
შეფასება                                                                                            (2წთ)
                          












































გაკვეთილის გეგმა - X კლასი


გაკვეთილის მთავარი თემა





ამოცანები ალბათობის თეორიიდან
სწავლების საფეხური
მე -10 კლასი,საშუალო საფეხური.


მოსწავლეთა პროფილი




32 მოსწავლე,
ერთი  სსსმ მოსწავლე.

გაკვეთილის
მნიშვნელობა /აქტუალობა



წინა წელს ნასწავლი ცნებების გახსენება და  მათი მეშვეობით პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა.


გაკვეთილის მიზნები და შედეგები




მათ.X.15. მოსწავლეს შეუძლია შემთხვევითობის ალბათური მოდელების საშუალებით აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აღწერს შემთხვევითი ექსპერიმენტის ელემენტარულ ხდომილობათა სივრცეს, ითვლის ხდომილობათა ალბათობებს ვარიანტების დათვლის ხერხების გამოყენებით (მაგალითად, ხისებრი დიაგრამის საშუალებით);
  • ატარებს ექსპერიმენტს შემთხვევითობის წარმომქმნელი რომელიმე მოწყობილობით და აფასებს ხდომილობის ალბათობას ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე (ფარდობითი სიხშირის საშუალებით), მსჯელობს განსხვავებაზე თეორიულ (მოსალოდნელ) შედეგსა და ემპირიულ (ექსპერიმენტულ) შედეგს შორის;
  • მოცემული სასრული ალბათური სივრცისათვის აღწერს შემთხვევითობის წარმომქმნელ მოწყობილობას, რომლის ალბათურ მოდელსაც წარმოადგენს ეს სივრცე, ასაბუთებს მოწყობილობის დიზაინს.
ფიზ.X.5 .მოსწავლეს შეუძლია ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა.

წინასწარი ცოდნა


ძირითადი ცნებები და განმარტებები ალბათობათა თეორიიდან. A და  B ხდომილობების ჯამი. A და B ხდომილობების ნამრავლი,სხვაობა.ხდომილობათა ჯამის ალბათობა.


შეფასების საგანი და
პროცედურები




შეფასდება ზეპირი პრეზენტაცია ,მსჯელობა.
გავაკეთებ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს.






სასწავლო მასალა  და ტექნიკური რესურსები






სასწავლო სახელმძღვანელო , საწერი საშუალებები ,  თაბახის ფურცელი,
კომპიუტერი, პროექტორი.
  
გაკვეთილის მსვლელობა



Ø  პარაგრაფის  დასაწყისში  მოცემული ამოცანის დასმა.
Ø  ფრონტალური კითხვები:
Ø  რა არის ხდომილობათა სივრცე?
Ø  რა არის ხელშემწყობი ხდომილობა?
Ø  გავახსენო მოსწავლეებს ალბათობის განმარტება და შესაძლო შემთხვევების დათვლა. (მაგ. რამდენი 5- ნიშნა  რიცხვი შეიძლება შევადგინოთ ციფრებით  2,3,4). 5 წთ
Ø  ფიზიკის მასწავლებელი გაახსენებს (ვირტუალური ლაბორატორიის მეშვეობით)მოსწავლეებს მიმდევრობით და პარალელურ შეერთებას, მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ჩამოაყალიბებენ ,თუ რა შემთხვევაში შეიძლება გადიოდეს დენი რომელიღაც წერტილიდან რომელიმე წერტილამდე. (10წთ)
Ø  შემდეგ მოსწავლეები პასუხობენ პარაგრაფში მოცემულ ინდივიდუალურ შეკითხვებს,რითაც ფაქტიურად პასუხობენ ამოცანა 1-ს. (5წთ)
Ø  წყვილებში ვანაწილებ პარაგრაფში მოცემულ სამუშაოს ა,ბ,გ და დ) შემთხვევებს და ვაძლევ დროს საფიქრელად.(5წთ)
Ø  ამოხსნილი ამოცანების პრეზენტაცია.(10წთ)
Ø  საშინაო დავალების ჩანიშვნა(2წთ)
Ø  შეფასება(3წთ)


1 comment:

  1. გამარჯობათ, მაინტერესებს, რომ ეს გაკვეთილის გეგმა რომელი წიგნის მიხედვით გააკეთეთ? ვეფხვაძეს?

    ReplyDelete